რეალური ინფორმაცია, როგორც პროპაგანდასთან ბრძოლის იარაღი

მარტი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ევროპა მითების გარეშე" რადიო "მოზაიკას" ის ახალი პროექტია, რომელიც ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით ხორციელდება. 

უკვე მეორე შაბათია, როცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები ერთ სივრცეში ევროკავშირზე სასაუბროდ იკრიბებიან. ამჯერად, მათ ექსპერტი გრიგოლ გეგელია ევროკავშირი - საქართველოს ისტორიას გააცნობს. ამ თემაზე ტრენინგს ჯამში 30 მოსწავლე გაივლის. ისინი პროექტისთვის „ევროპა მითების გარეშე“ ღია კონკურსის წესით შეირჩნენ.

evropa mitebis gareshe 2019 pirveli masala 2

ერთ-ერთი, ვინც დღეს ზარდიაანთკარიდან ჩამოვიდა, 18 წლის მარი გაბლიშვილია.

,,მინდა უფრო მეტი გავიგო ევროკავშირის შესახებ. ჩემი მიზანია, რომ ინფორმაცია გავავრცელო ჩემს თემში, მოსახლეობას ავუმაღლო ცნობიერება, რადგან მწირი ინფორმაცია და დამახინჯებული ცნობები აქვთ’’, - ამბობს მარიამი.

 მარიამთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულ ტრენინგს, ერთი თვის განმავლობაში, 16 წლის ბექა ბერაშვილიც გაივლის. ის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და პროექტის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო.

,,მინდა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გავაღრმაო ჩემი ცოდნა და გავაძლიერო ჩემი პიროვნება. ამ პროექტის შემდეგ, ჩემ თემში გავაკეთებ პრეზენტაციას და ჩემს თანატოლებს გავაცნობ ევორავშირისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ.’’

evropa mitebis gareshe 2019 pirveli masala 1

პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის გაზიარება თანასოფლებებისთვის ყველა მონაწილეს შეეძლება - ისინი ევროკავშირის შესახებ არსებული მითების გასაქარწყლებლად ვიდეოებს მოამზადებენ, რომელთა პრეზენტაცია 5 სოფელში მოეწყობა.

„ამ აქტივობებს ერთი მთავარი მიზანი აქვს - შეცვალოს საზოგადოების სკეპტიკური განწყობები ევროკავშირის მიმართ და საზოგადოებას დაანახოს ის სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის მიღწევას ეს პროექტი უშუალოდ იმ ახალგაზრდების ჩართულობით გეგმავს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, ანუ იქ, სადაც ანტიდასავლური პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერია“, - ამბობს რადიო „მოზაიკას“ ხელმძღვანელი, გვანცა დოლუაშვილი.

2018 წელს, NDI-მ ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც გამოკითხული რეპსონდენდების 53 % აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიურად, მოსახლეობის 47% ფიქრობდა.

ის, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა ყველა მეტად იგრძნობა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ამას საქართველოს ხელისუფლებაც აღიარებს. აღნიშნულ თემებზე სამსჯელოდ. ეროვნული უშშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, არაერთხელ აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად, სულ უფრო მეტი რესურსია საჭირო.

evropa mitebis gareshe 2019 pirveli masala 4

„იმას, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება საჭირო და მნიშვნელოვანია, არაერთი კვლევა ადასტურებს. მაგალითად, ევროპის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს. არადა, რეალობა სულ სხვაგვარია. სწორედ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად ჩვენი აქტივობები“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი ნინო ჩიბჩიური.

მსგავსი პროექტების განხორციელების საჭირობას საოკუპაციო ხაზთან მომუშავე მასწავლებლებიც ხედავენ. რადიო „მოზაიკას“ მონაწილეთა შერჩევაში ისინიც აქტიურად ეხმარებოდნენ. პროექტში ჩართულ მოსწავლეთა უმრავლესობამ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია სწორედ პედაგოგებისა და დირექტორებისგან მიიღო. პროექტის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილი პრეზენტაციები შესაძლოა სწორედ ამ სკოლებში მოეწყოს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი