81 წლის ქრისტინე ახალაშვილის 8 მარტი - ნატკენი ხელით დაკრეფილი ყოჩივარდები

მარტი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთასშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე ქალების დიდი ნაწილისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საარსებო მინიმუმისთვის ღია ცის ქვეშ ყოფნა უწევთ. მათ შორის ერთ-ერთი 81 წლის ქრისტინე ახალაშვილია.

 

“სოფელში ვცხოვრობ, ვთოხნი, ვბარავ. ნიორი და ხახვი მომყავს. მუშაობა ბავშვობიდან მიყვარს, უსაქმოდ ვერ ვჩერდები. სააღდგომოდ ჯეჯილი გამომაქვს გასაყიდად. ახლა ყვავილები დავკრიბე ბნავისის ტყეში, 3 მარტსაც ვიყავი გამოსული და დღეს დილიდანაც გარეთ ვარ. თითო ყოჩივარდის კონას 50 თეთრად ვყიდი. ძირითადად, ბავშვები ყიდულობენ“, - გვითხრა ქრისტინე ახალაშვილმა.

ქრისტინე ბებო, გაზაფხულის დადგომისთანავე, ყვავილების საკრეფად სოფლის ახლოს მდებარე ტყეში მიდის. მისთვის ყოჩივარდების შეგროვება ხშირად საფრთხის შემცველია. 

“ყოველ წელს ასე ვკრეფ ყვავილებს, მერე აქ ჩამომაქვს და ერთ პატარა კონას 50 თეთრად ვყიდი. ამასწინათ წავიქევი და ხელი ვიტკინე. აღარ მახსოვს, ბოლოს 8 მარტი როდის ავღნიშნე, ჩემთვის მსგავსი დღესასწაულები შემოსავლის წყაროა“, - ამბობს ქრისტინე

მუყაოს ყუთზე ყვავილების გარდა, საკუთარი ხელით გამომცხვარი ნაზუქები აქვს. იმედი აქვს, რომ დღის განმავლობაში რამდენიმეს გაყიდის. 

“თონეში ვაცხობ ნაზუქებს, ძველი ქართული რეცეპტით. წინა კვირასაც მქონდა ჩამოტანილი, იქნებ გავყიდო.“ 

ქრისტინე ახალაშვილის მსგავსად, ქალები სავაჭროდ გორში სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. მათი შემოსავლის წყარო საკუთარი ხელით დაკრეფილი ყვავილებია, რომლებსაც, საყიდლად მისულ კლიენტს, ხშირად საჩუქრად ატანენ.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი