გენდერული ძალადობის პრევენცია და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში - ინფორმაცია პროექტის შესახებ

დეკემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "Save the Children" აშშ სახელწმიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

პროექტის მიზანია ქალთა და გოგონათა გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში ხარისხიანი მომსახურების გაწევის, ქცევითი ცვლილებების და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მეშვეობით. 

პროექტის ამოცანებსა და მოსალოდნელ შედეგებზე რადიო "მოზაიკა" ორგანიზაციის წარმომადეგნლებს თამთა უტიაშვილს და ქეთი ხუციშვილს ესაუბრა. 

გადაცემაში მოისმენთ:

  • რას საქმიანობს ორგანიზაცია "Save the Children" საქართველოში და რა არის მისი მთავარი მიმართულებები;
  • როგორ აპირებს პროექტის გუნდი გენდერული ძალადობის პრევენციას და რა აქტივობებს გეგმავს ამ მიზნის მისაღწევად;
  • რას გულისხმობს 16 - დღიანი კამპანია, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა ფორმით იყო "Save the Children" ამ კამპანიაში ჩართული;
  • რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება, როცა გენდერულ ძალადობაზე ვსაუბრობთ, განსაკურებით კი დევნილთა თემებში;
  • რა გავლენა აქვს ძალადობას ბავშვზე და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება;
  • რას გეგმავს ორგანიზაცია პროექტის დასრულების შემდეგ.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი