გორის უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის შესახებ საინფორმაციო კუთხე განთავსდა 

დეკემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორის უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო კუთხე განთავსდა. 

საინფორმაციო კუთხე პროექტის - “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივითა და გორის უნივერსიტეტთან შეთანხმებით განთავსდა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, გენდერული თანასწორობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციას ასახავს. 

“დღეს გორის უნივერსიტეტში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩამოვედით. ევროკავშირი საქართველოში მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და ბრძოლას მის წინააღმდეგ. ეს პროექტი არის ევროკავშირის დაფინანსებული, უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად, რომელიც თავის მხრივ კოორდინაციას უწევს იმ პოლიტიკას და პროგრამებს, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად“, -ამბობს პროექტის ხელმძღვანელი პატრიცია როზა. 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ ქალთა და მამაკაცთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების სისტემური ინტეგრაცია საჯარო მმართველობაში. 

პროექტის ხელმძღვანელი, პატრიცია როზა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველა კამპანიაში სტუდენტების ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს. 

“ჩვენი სურვილია, სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია, აქ ჩამოვიტანეთ გარკვეული სტატისტიკა, კვლევები, ძალადობასთან დაკავშირებით, რადგან სტუდენტებს ძალიან დიდი როლი აქვთ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და მის შემცირებაში.“

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. 

კამპანია 1991 წლიდან ტარდება და მასში 154-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი