ეტლით მოსარგებლეთა წარმატებები - პარამოცეკვავის და პარამოფარიკავეს ისტორიები

დეკემბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ადამიანებს წარმატების მიღწევა და საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლო საქმის კეთება შეუძლიათ. ამ თემაზე რადიო "მოზაიკა" პარამოცეკვავესა და პარამოფარიკავეს ესაუბრა. 

გორელი პარამოცეკვავე ვიქტორ ქარქიშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვინც ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არაერთი წარმატების მიღწევის შემდეგ, ამჟამად შემოქმედებითი საქმიანობისგან ისვენებს, თუმცა ამბობს, რომ მომავალ წელს დაგეგმილი პარაცეკვის ჩემპიონობისთვის მზადებას აქტიურად აპირებს.

“ ამჟამად, არაფერს ვაკეთებ. ვარჩიე გარკვეული დროით დავისვენო, თუმცა ვაპირებ, რომ მომავალი წლისთვის, პარაცეკვის ჩემპიონატზე გასასვლელად მოვეზადო“, - ამბობს ვიქტორი.

paramocekvave viqtor qarqiSviliiiii

უკრაინაში ფესტივალ “ოქროს ფრინველში“ გამარჯვების შემდეგ, მეწყვილესთან ერთად თბილისში გამართულ პარაცეკვის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც გრამპრი მოიპოვა.

“ეს გრამპრი ერთგვარად არის “მწვანე ბარათი“, რითაც მსგავს ჩემპიონატებზე, რაც შეიძლება ჩატარდეს, მონაწილეობის უფლება და წარმატების მიღწევის მეტი შანსი მექნება.“

31 წლის დიანა ჯიშიაშვილი პარამოფარიკავეა. ამ სპორტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პარა-სპორტის განვითარების ცენტრის დარბაზის დირექტორს შეხვდა, ამბობს რომ ამის წყალობით საკუთარი შესაძლებლობების დაფასება დაიწყო. დიანა საკუთარ ისტორიას პროექტის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში მოყვა.

"მან შემომთავაზა მეფარიკავა, რადგან სჭირდებოდა სპორტსმენი იგივე დაზიანებებით, რაც მე მაქვს. ასეთი ტრავმით ფარიკაობა არის ურთულესი და პირველ დღეს რომ დავიწყე ვარჯიში, ხელს ძალას ვერ ვატანდი და აქ ჩხვლეტაზე, ან მუზარადის ტარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ნელ-ნელა მივაღწიე იმას, რომ დღესდღეობით ვარ ძალიან სტაბილურად, წონაშიც მოვიმატე და ეს კარგია, რადგან ატროფირებული იყო ჩემი სხეული. დღეს უკვე ვარ მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი. ფარიკაობა მოთხოვნას იწვევს, როგორც კარგი მუსიკის მოსმენა. თან ხელოვნებასთან ასოცირდება და ინტელექტუალური სპორტია. მერე დავფიქრდი, რომ ძალიან ბევრის რესურსი აღმოვაჩინე ჩემში ტრამვის მერე, თან ახლა უფრო ზუსტად ვხვდები რა მჭირდება, ადრე არეული ვიყავი" ,- ვკითხულობთ პროექტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ დიანას ისტორიაში. 

paramofarikave dgesvandeli

 

დიანამ ტრავმა 17 წლის ასაკში მიიღო. იმ წელს ზაფხულში ბებიასთან იყო დასასვენებლად. მეგობართან ერთად მდინარეზე წავიდა და წყალში ერთ-ერთი გადახტომის დროს კისერი დაიზიანა.

 

"18 წელი რეანიმაციაში შემისრულდა... მიუხედავად იმისა, რომ სრული პარალიზი მქონდა და ოთხ კედელს შუა მიწევდა საავადმყოფოებში ყოფნა, სულ მინდოდა გარეთ გასვლა. ეტლში ჩაჯდომა იყო ჩემთვის შეუძლებელი, თითქმის წელიწადნახევარი ვწვალობდი და ვერ ვჯდებოდი. ვითიშებოდი იმიტომ, რომ არაფერი მიმუშავებდა - არც ხელი, არც ფეხი, სუნთქვაც მიჭირდა... პირველად გარეთ რომ გავედი საავადმყოფოდან და გავისეირნე, კატებთან წავედი იქვე ნაგვის ურნებთან. სასწაული იყო, რომ მე ეს შევძელი, ანუ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიღწევა და ბრძოლის შედეგი, რომ შევძელი ეტლში დაჯდომა."

დიანა ამჟამად თბილისში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მუშაობს და ახალ-ახალი წარმატებებისთვის ემზადება. 

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი