შვედმა არტისტებმა გორში ტროლეიბუსების ტრანსფორმატორის სადგური "გააცოცხლეს"

ოქტომბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შვედი არტისტები ჟოსეფინა ფოში და ლესლი ჯონსონი საქართველოს კოლაბორაციულ სახელოვნებო პროექტის ფარგლებში ეწვივნენ. მათი მიზანი გორის ტროლეიბუსების ტრანსფორმატორის სადგურის გაცოცხლება იყო.

ჟოსეფინამ და ლესლიმ ტროლეიბუსების სადგურის ძველი შენობა ჩრდილისა და სინათლის სკულპტურული სანახაობა გახადეს, რომელიც აბრეშუმის უძველესი გზის მარშრუტს გამოხატავსინსტალაცია, სახელწოდებითენერგიის მეტამორფოზიენერგოდამოკიდებულების თემაზე თბილისსა და გორში პარალელურად წარმოადგინეს.

pepeeeebi

არტისტები საქართველოში პირველად 2012 წელს იმყოფებოდნენჟოსეფინა ფოშის თქმით, მათი საქმიანობა ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

ვმუშაობ ხელოვნების მიმართულებით, სკულპტურებთან, მაგრამ უფრო ვრცელი არეალი მაქვს. ძირითადად, ვმუშაობ საზოგადოებასთანეს არის ის,რამაც ჩემი და ლესლის გამოცდილებები დააკავშირა ერთმანეთს. ასევე  ორგანიზებას ვუწევ გამოფენებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მე და ლესლი, როგორც  ხელოვანები ერთად ვმუშაობთ, - ამბობს ჟოსეფინა

არსტისტების თქმით, მსგავსი ინსტალაციის გაკეთება გორში, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გადაწყვიტეს.

მსგავსი ღონისძიებები ადრეც გაგვიკეთებია, მაგრამ  როცა გორში ჩამოვედით, ვიცოდით, რომ ისტორიულად  გორი მდებარეობს აბრეშუმის გზაზე, სავაჭრო გზა იყო. ახლა, აქცენტი კეთდება სულ სხვა რაღაცებზე და ამიტომ გვინდოდა კონცეპტუალურად დაგვეკავშირებინა, ძველ ტრადიციასთან ჩვენი ხელოვნება, დეკორაცია იყო ჭუპრი და პეპლები, რომელიც გავანათეთ სპეციალური მოწყობილობით“,ამბობს ლესლი ჯონსონი.

შვედი არტისტები ტროლეიბუსების ტრანსფორმატორის სადგურისგასაცოცხლებლადშუქსა და ჩრდილებს იყენებდნენ, რომელიცაბრეშუმის გზისმზის ენერგიასთან დაკავშირებას ასახავდა.

gogonebiii

შენობის სახურავზე დგას მოწყობილობა, რომელსაც ენერგიის მისაღებად გამოვიყენეთ. ეს გამოხატავს იდეას, რომ აბრეშუმის გზა დავაკავშიროთ მზის ენერგიასთან, რისთვისაც ქარისა და მზის ენერგიას გამოვიყენეთ. ამ პროექტში გორი ჩართულია სტრატეგიული განვითარების სააგენტოს სახელით. ასევე, კონტაქტი გვაქვს სამხატვრო სკოლასთან, მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს რა გავაკეთეთ და როგორ“,ამბობენ არტისტები.

მათ ინსტალაცია ენერგიის მეტამორფოზი“  შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, “თბილისი მესამე ტრიენალე 2018“ ფარგლებში წარმოადგინეს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი