Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020 23:22

გორის მერიაში 4 ახალ თანამშრომელს ასაქმებენ

Rate this item
(0 votes)
გორის საკრებულოს წევრის ბექა ქორჩილავას ინფორმაციით, გორის მერიაში 4 შტატს ამატებენ, რომელთა ხელფასებისთვის, მისივე თქმით, ბიუჯეტიდან წელიწადში 46 800 ლარი დაიხარჯება.

 

ბექა ქორჩილავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ადილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას არ დახმარებია და ამ დროს "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დასაქმებას აგრძელებს.
 
"ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის დროსაც კი, მხარის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა კოტემ ერთი თეთრიც ვერ გამონახეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსახლეობის პირბადეებით, მედიკამენტებით, ანტისეპტიკური საშუალებებით ან საკვებით დასახმარებლად. ამ დროს ამატებენ კიდევ 4 შტატს", -აცხადებს ბექა ქორჩილავა.
 
როგორც ირკვევა საუბარია ბავშვთა დაცვის და შრომის უსაფრთხოების განყოფილებებზე. პირველ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშნული კადრის თანამდებობრივი სარგო თვეში 1200 ლარი იქნება, მისი 3 სპეციალისტის კი 900-900 ლარი.
 
 რაც შეეხება მეორე განყოფილებას, აქ საუბარია უკვე არსებული 2 შტატისთვის ფუნქციების შეთავსებაზე, რომელთა ხელფასი თვეში 700-700 ლარით განისაზღვრება.
 
გორის მერიაში ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე შტატების დანიშვნას კანონი ავალდებულებთ.
 
"კანონი გვავალდებულებს ერთი განყოფილების დამატებას და შრომითი უსაფრთხოება მატერიალურის განყოფილებას ემატება და ამიტომ სახელი და დებულება ეცვლება განყოფილებას", - ამბობენ მერიაში.