Back to Top
შაბათი, 07 მარტი 2020 13:37

მოქალაქეების გადასახადებიდან შევსებული ბიუჯეტი - გორის მერიამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა

Rate this item
(0 votes)

მომდევნო საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესრულების ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტში საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ თანხებს მოქალაქეთა გადასახადიდან, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარკვეულ ქონებას, საწარმოს ან იჯარით მიღებულ მიწას ფლობენ.

 

როგორც შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, უმრავლეს შემთხვევაში, მიღებულმა თანხებმა მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ გეგმას გადააჭარბა.

 

ქონების გადასახადიდან მინიციპალიტეტმა სარგებელი 4 896 ლარი მიიღო, გეგმით გათვალისწინებულზე 296 ლარით მეტი. შესაბამისად, ამ მიმართულებიდან შესრულებამ, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 106% შეადგინა.


ცალკე თანხა აქვს მუნიციპალიტეტს მიღებული შემოსავლის სახით გადასახადიდან საწარმოთა ქონებაზე გადასახადიდან, რომელიც 2019 წელს 3024 ლარით განისაზღვრა. ამ შემთხვევაში, მერიამ გეგმა 91%-ით შეასრულა.

 

მუნიციპალიტეტმა სარგებელი ფიზიკური პირების ქონებიდანაც მიიღო გადასახადის სახით, რომელმაც გასულ წელს 87 700 ლარი შეადგინა. გეგმამ აქაც გადააჭარბა და ბიუჯეტში მოსალოდნელზე 35 700 ლარით მეტი შევიდა.


ასევე მოსალოდნელზე მეტი მიიღო მუნიციპალიტეტმა 2019 წელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადახდილი თანხიდანაც. 2019 წელს ეს თანხამ ნაცვლად 652 000 ლარისა, 836 900 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადს, აქედან გასული წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტმა სარგებელი გეგმაზე 356 600 ლარით მეტი, 576 000 ლარი მიიღო.

 

შემოსავალს მუნიციპალიტეტი გასხვისებული ფართობებიდანაც იღებს. მიწის იჯარიდან მიღებულმა თანხამ გეგმას ზემოაღნიშნულებთან შედარებით ყველაზე მეტად გადააჭარბა. ამ თანხამ გასულ წელს 415 800 ლარი შეადგინა. მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის გეგმა 185 800 ლარით ნაკლებით იყო წარმოდგენილი.

 

მშენებლობის ნებართვისთვის კი გორელების მიერ გადახდილმა თანხამ 2019 წელს სულ 79 400 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის გეგმამ აქაც გადააჭარბა და ბიუჯეტში 9 400 ლარით მეტი შევიდა..