Back to Top
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 15:56

გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლას ტრანსპორტი მოემსახურება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლას ტრანსპორტი მოემსახურება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 259 739 ლარი დაიხარჯება.

 

ხელშეკრულება მერიამ შპს "ბუქოს" გაუფორმა.


ტრანსპორტი ჯამში 524 მოსწავლეს მოემსახურება.


რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ იმ მარშრუტების ჩამონათვალს, რომელსაც შპს "ბუქო" ყოველდღიურად განახორციელებს მოსწავლეთა გადაადგილებისთვის.


მოსწავლეთა გადაადგილების მიზნით, ყოველდღიურად, 18 სხვადასხვა მარშრუტი განხორციელდება.


როგორც ცნობილია, სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ, მოსწავლეებს, თუ კი მათისაცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით.


პროგრამაში ჩართულია სკოლა, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს ან მოძრაობის გრაფიკი თავსებადი არ არის სკოლის სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებულ გაკვეთილების განრიგთან ან/და არ შეუძლია მოემსახუროს ბენეფიციართა სრულ რაოდენობას.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.