Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 14:18

გორის ბაღების სააგენტომ 2019 წელს თანამშრომელთა ხელფასებზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 2019 წელს სააგენტოს ადმინისტრაციის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით 234 080 ლარი გაიცა, ხოლო შტატგარეშე მომსახურეებზე - 182 267 ლარი.

 

ანალოგიურ პერიოდში სკოლამდელი დაწესებულებების შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე გაიცა 338 863 ლარი, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეებზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 324 667 ლარი.

 

საერთო ჯამში, სააგენტომ დასაქმებულთა ხელფასებზე მთელი წლის განმავლობაში 1 079 877 ლარი დახარჯა.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან მიაწოდეს.

 

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს ადმინისტრაციის შტატიანი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე თანხა განისაზღვრა 278 700 ლარით, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეებზე 218 700

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამ დროისთვის, 912 შტატიანი და 310 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს. სააგენტოს ადმინისტრაციაში დასაქმებულია 28 ადამიანი, ხოლო საჯარო დაწესებულებებში 884 ადამიანი. რაც შეეხება შტატგარეშე მოსამსახურეებს, 279 თანამშრომელი სკოლამდელ დაწესებულებებში, ხოლო 31 ადმინისტრაციაში მუშაობს.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.