Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 12:59

გორის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების ფარგლებში 1700 ბენეფიციარს დააფინანსებს

Rate this item
(0 votes)

სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის საშუალებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ სერვისებს მიმდინარე წელს 1700 - ზე მეტ ბენეფიციარს დაუფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით 9 სოციალური პროექტი განხორციელდება.

 

პროექტები წლის ბოლომდე იმუშავებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილ, სოციალურად დაუცველ და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს დღის ცენტრების მომსახურებას, საზაფხულო ბანაკებს, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, შინმოვლას, სოციალურ სამრეცხაოს, მედიკამენტებს, სამედიცინო კაბინეტით სარგებლობას და სხვა სერვისებს შესთავაზებს.

 

"სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამა ჩვენთვის ძალიან ეფექტური ბერკეტია იმისთვის, რომ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები მივაწოდოთ, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი.

 

სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამა მერიაში სოციალური ინიციატივების წარდგენა და თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებიც მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.