Back to Top
ოთხშაბათი, 29 იანვარი 2020 15:33

გორის მუნიციპალიტეტის 20 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

Rate this item
(0 votes)

2020 წელს, გორის მუნიციპალიტეტის 20 სკოლაში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.

გორის მერიამ სკოლების რეაბილიტაციის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის 36 450 ლარიანი ხელშეკრულება შპს "ბილდინგ გრუფს" გაუფორმა.

 

სწორედ აღნიშნული დოკუმენტის შემდეგ გახდება შესაძლებელი სკოლებში სველი წერტილების და შიდა გაყვანილობის მოსაწყობად ტენდერების გამოცხადება.

 

"ბილდინგ გრუფი" სკოლების სველი წერტილების, შიდა კომუნიკაციების/ელექტრო გაყვანილობის, სასმელი წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის, გარე კანალიზაციის მაგისტრალის და სანიტარული კვანძის მოწყობის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს შეადგენს.

 

გარდა ამისა, გორის მერიამ ცალკე - 42 140 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა შპს ჰორიზონტთან, რომელიც სპორტული მოედნების და დარბაზების, ასევე სახურავების შეკეთების პროექტს შეადგენს.

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი გორის მუნიციპალიტეტში:

 

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა - სანიტარული კვანძების მოწყობა შენობაში არსებულ ფართში;

 

ატენის საჯარო სკოლა - შიდა სან.ტექნიკური კვანძების რეაბილიტაცია, გარე სეპტიკის მოწყობით, ფასადის რეაბილიტაცია ლესილზე პლასტმასის ბადის გამოყენებით. წყლის გადამყვანების რეაბილიტაცია;

 

გორის №7 საჯარო სკოლის სკოლა - სკოლის გარე კანალიზაციის მაგისტრალის ამოცვლა (60- 70 მეტრი) შენობის სახურავის ნაწილობრივი შეცვლა;

 

ოთარშენის საჯარო სკოლა - სველი წერტილები, საწვიმარი ღარების მოწყობა;

 

დიცის საჯარო სკოლა - სასმელი წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობა;

 

კარბის საჯარო სკოლა - სველი წერტილების რეაბილიტაცია;

 

ახალხიზის (ბეთლემი) საჯარო სკოლა - სველი წერტილების მოწყობა;

 

ზეღდულეთის საჯარო სკოლა - სველი წერტილების მოწყობა;

 

აძვის საჯარო სკოლა - სან.კვანძების მიშენება

 

სათემოს საჯარო სკოლა - სველი წერტილების მოწყობა ( საწვიმარი ღარის მოწობა);

 

ზემო ხვითის საჯარო სკოლა - (ახალი შენობა) შიდა რეაბილიტაცია და კომუნიკაციები;

 

ქვემო ხვითის საჯარო სკოლა - ელექტრო გაყვანილობის შეცვლა, სკოლის შენობაში სველი წერტილების მოწყობა

 

ადაპტირებული სველი წერტილის მოწყობა შშმ მოსწავლისთვის;

 

ვარიანის საჯარო სკოლა - შენობის სახურავის შეცვლა;

 

ახალდაბის სკოლა - შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია, სარინელის მოწყობა.

 

გორის N4 სკოლა - სართულსშუა გადახურვა. შიდა კარებების შეცვლა, ადაპტირებული ლიფტის მოწყობა (სკოლაში სწავლობენ შშმ მოსწავლეები) და არსებული სველი წერტილების რეაბილიტაცია;

 

გორის N10 სკოლა - სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;

 

გორის N12 საჯარო სკოლა- სპორტული მოედნის მოწყობა;

 

გორის N8 საჯარო სკოლა - შიდა დარბაზის და გარე მოედნის რეაბილიტაცია, შიდა კიბის უჯრედის რეაბილიტაცია;

 

ქვახვრელის საჯარო სკოლა - დარბაზის რეაბილიტაცია, სანიტარული კვანძის მიშენება და ქსელი;

 

ძევერის საჯარო სკოლა - სკოლის შემოღობვა და სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

 

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის 15 სკოლაში მოწესრიგდება და მოეწყობა გათბობის სისტემები.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.