Back to Top
კვირა, 26 იანვარი 2020 15:12

9 იდეა გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარებისთვის

Rate this item
(0 votes)

მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შემუშავდეს საინვესტიციო პაკეტები - ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც ერვოკავშირმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას მისცა. 

 

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, ამ რეკომენდაციის მიღების შემდეგ რა აქტივობები განახორციელა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და რა ეტაპზეა საინვესტიციო პაკეტების მომზადების პროცესი. 

 

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრი მუშაობს. როგორ ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მათ იციან რა ტურისტული პოტენციალი გააჩნია მუნიციპალიტეტს და ტურიზმის განვითარების გზებიც შემუშავებული აქვთ.

 

რობერტ მაღლაკელიძემ რადიო "მოზაიკას" გაუზიარა ინფორმაცია იმ 9 ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებაც გორს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის. 

 

1. ატენში, ორბელიანების მარნის და მისი უნიკალური ტერიტორიის ბაზაზე გაიხსნას ქართლის ღვინის მუზეუმი;

 

2. ისტორიულ ატენის ციხეს ჩაუტარდეს რესტარვაცია, მოეწყოს ასასავლელი კიბეები, ხოლო შიგ გაიხსნას ატენის როგორც ყოფილი ქალაქის ისტორიული მუზეუმი ,,3 - დ“ ფორმატში, შესასვლელი ბილთებიდან შემოსული თანხა ადგილობრივ ბიუჯეტს შეემატება და ისეთივე ინტერესს გამოიწვევს ტურისტებში, როგორც ატენის სიონი;  

 

 

 

3. ატენში ჩვენთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩაიდგას ხის მუდმივი კოტეჯები, რომელიც ძირითადად იქნება ტურისტული სასწავლო და დასვენების ბანაკი, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელებისთვის. (კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოპები და სხვა);

 

 

4. ატენის ხეობაში, ტურისტების მოზიდვის და სოფელ ბოშურის ტურისტულ სოფლად შექმნის მიზნით: სოფელ ბოშურში, ტურიზმის ცენტრის ბალანსზე არსებულ კაპიტალურ შენობაში,გაიხსნას ტურისტული ბაზა. ბოშურის ტურიზმის ბაზაში განთავსდება : საკონფერენციო დარბაზი, საფეხმავლო,

საცხენოსნო, სამთო,ექსტრემალური და ეკო ტურიზმის გზამკვლევ - ინსტრუქტორთა ცენტრი, საჭირო ტურისტული ინვენტარის გამქირავებელი ბაზით, ტურისტების დასატრენინგებელი სადღეღამისო - ,,ჰოსტელ -ტრენინგ“ მინი ბაზა. მასტერკლასები ეროვნულ სამზარეულოში. სადაც: ატენის ხეობაში და კერძოდ , სოფელ ბოშურში ჩამოსულ სტუმრებს და ტურისტებს, სოფლის პირობების გათვალიწინებით გაუწევენ მომსახურეობას

ევრო სტანდარტების მიხედვით , რათა შემდგომში ისინი მეგობრებთან ერთად დაბრუნდნენ.

 

5. ბიისის თბილი წყლების ადგილზე მოეწყოს ბალნეოლოგიური სამკურნალო და გასართობი ტურისტული ცენტრი ,,ჯინო ფერედეისის“ მსგავსად;

 

 

6. სოფელ ბიისში დამჩქერას (ტაფარყანდის) ჩანჩქერზე მოეწყოს ტურისტული დასასვენებელი კომპლექსი (ვიდეო მასალა).

 

ამავე თემაზე : ტურიზმის სააგენტომ ბიისის ჩანჩქერის განვითარების გეგმა მოამზადა

 

7. ძველი უფლისციხის ნასოფლარ ადგილზე გაშენდეს , წინა საუკუნეების იერსახით გაცოცხლდეს და გაიხსნას ტურისტული სოფელი.

 

8. ქ. გორში სუხიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის ,,ინტელექტი“ - ს წინამდებარედ, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ფართობზე შესაძლებელია აშენდეს დიდი ახალი სასტუმრო.

 

 

9. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქციის რელიზაციისთვი, უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე არსებული მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციულად ყოველ შაბათ -კვირას მოეწყოს დიდი ტურისტული ბაზრობა. კერძო ინვენსტორის მიერ განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

როგორც მაღლაკელიძე ამბობს, ამ დრომდე გრძელდება ინევსტორების ძიება ამ იდეების განსახორციელებლად. 

 

"ჯერ კიდევ ვერ შევძელით მუნიციპალიტეტში ინვენსტორების მოზიდვა, მაშინ როცა, საკმაოდ საინტერესო საინვენსტიციო წინადადებების შეთავაზება შეგვიძლია მათთვის. რაშიც ხელს გვიშლის სახსრების უქონლობა, რის გამოც ვერ ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებსა და კონფერენციებში, ბიზნეს ფორუმებსა და საინფორმაციო ტურისტულ ტურებში. გარდა ინვენსტიციებისა ეს საპროექტო წინადადებები, შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთდეს", - ამბობს მაღლაკელიძე.

 

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის სამდივნოს დახმარებით გორის მერიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელსაც "გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა" ჰქვია. დოკუმენტში მუნიციპალიტეტის პოტენციალის ანალიზთან ერთად, ის რეკომენდაციები და აქტივობებია ჩამოთვლილი, რომელიც 2019-2021 წლებში მერიამ გორის ეკონომიკური გაძლიერებისთვის უნდა გაითვალისწინოს. 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.