Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 იანვარი 2020 14:40

გორში, საბავშვო ბაღების სააგენტო პურ-ფუნთუშეულის მომმარაგებელ კომპანიას 5 თვეა ეძებენ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საააგენტოს მიერ პურისა და ფუნთუშის შესაძენად გამოცხადებული ხუთზე მეტი ტენდერი არ შედგა, რის გამოც სააგენტო პირდაპირ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.


 

სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში სკოლამდელი აღზრდის სააგენტო წერს, რომ პურ-ფუნთუშეული შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადეს, თუმცა არცერთი მათგანი არ შედგა.

 

კონკრეტულად კი, 2019 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა არაჯეროვანი შესრულების გამო. ამავე მიზეზით სააგენტომ ურთიერთობა დაასრულა მეორე კომპანიასთანაც, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებული კომპანია, წერილობით განმარტავს , რომ პურის მიწოდებას ვერ განახორციელებს,სააგენტოში განმარტავენ , რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის რა დროსაც ტენდერში მონაწილე კომპანიები სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. შესყიდვის მთლიანი ღირებულება კი 20 120 ლარს შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, ვითარების აღმოსაფხვრელად 9000 კგ პური და 530 კგ ფუნთუშაა საჭირო. გამარტივებული შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში პურის გარეშე 62 ბაღი შესაძლოა დარჩეს.

 

"2019 წლის შემოდგომიდან ტენდერში მონაწილეობას აღარავინ იღებს. ამ დრომდე ოთხზე მეტი ტენდერი ჩაგვივარდა, ამიტომ იძულებულები ვართ, ვინც შემოვა გამარტივებულ შესყიდვაზე, მასთან გავაფორმოთ ერთ თვიანი ხელშეკრულება. პარალელურად ისევ ვაცხადებთ ტენდერს , იქნებ რომელიმე კომპანიამ, თუნდაც დედაქალაქიდან მიიღოს მონაწილეობა და დააკმაყოფილოს სატენდერო პირობები.ამ ეტაპისთვის აღნიშნული ვითარება ბაღებს პრობლემას არ უქმნის. 8 თებერვლამდე შპს "ხარებასთან" გაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 8საათიდან 10ის ნახევრამდე ვალდებულია ბაღები პურ-ფუნთუშეულით მოამარაგოს", - განმარტა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.