Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2019 18:16

ძევერის საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზა უსაფრთხო არ არის

Rate this item
(0 votes)

ძევერის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ორი სოფლიდან ძევერიდან და შერთულიდან დადიან. სკოლამდე მისასვლელ გზაზე კი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, გზაზე არც ზებრა გადასასვლელია და არც მწოლიარე პოლიციელი.  

ძევერის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი საფრთეს უქმნის მოსწავლეებს და შესაბამისი  ზომების მიღებაა სააჭირო.

,,ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხო გარემო და მგზავრობაა. ამისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. მწოლიარე პოლიციელები, "ზებრა" გადასასვლელები ან შეიძლება დამონტაჟდეს საგზაო ნიშნები. ბავშვებს ძალიან დიდ მანძილზე უხდებათ გადაადგილება. რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, რომ მიგვემართა შესაბამისი სტრუქტურებისთვის, რათა გაკეთებულიყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი, რადგან ბავშვებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ სკოლასთან, ბავშვებიც არ ერიდებიან ტრანსპორტს. იმისთვის, რომ დავიცვათ უსაფრთხოება, ძალიან კარგი იქნება გაკეთდეს ზებრა გადასასვლელი", -  გვითხრა პედაგოგმა ლელა გეჯაძემ.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც.

"მე როგორც მშობელს მიმაჩნია, რომ ბავშვების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ძალიან ჩქარა დადიან მანქანები და ბავშვების უსაფრთხოება რომ დაცული იყოს, აუცილებელია იყოს "ზებრა" გადასასვლელი’’, -  ფიქრობს მთვარისა გორგაძე.

საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ ახალგაზრდებიც და ამბობენ, რომ საგზაო ნიშნების მოწესრიგება მათ გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.

,,მე როგორც მოსწავლე ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლის წინ აუცილებელია დაიხაზოს "ზებრა" გადასასვლელი ან მოეწყოს მწოლიარე პოლიციელი, რის შედეგადაც ბავშვების სიცოცხლე უფრო დაცული იქნება’’, -  ამბობს მოსწავლე ანა სარიშვილი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.