Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 ნოემბერი 2019 14:28

შიდა ქართლის გუბერნატორმა ძმას 80 000 ლარი აჩუქა - ხოჯევანიშვილის წლიური შემოსავლები

Rate this item
(0 votes)

გიორგი ხოჯევანიშვილმა ძმას, 80 000 ლარი აჩუქა. ეს ინფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა.

დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, რა მიზნით მიიღო ძმისგან სუს - ის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ფულადი საჩუქარი და რა შემოსავლიდან გასცა გუბერნატორმა აღნიშნული თანხა.

ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მთლიან პერიოდს მოიცავს, გიორგი ხოჯევანიშვილი კი შიდა ქართლის გუბერნატორად 2018 წლის აგვიტოში დაინიშნა. მანამდე ის სხვადასხვა შპს-ში ფლობდა წილებს, თანამდებობის დაკავების შემდეგ კი ბიზნესპარტნიორობა მან სხვა პირებზე გადაანაწილა.

2018 წლის ბოლო 5 თვეში გიორგი ხოჯევანიშვილმა რწმუნებულის პოზიციიდან ხელფასის სახით სულ 20810 ლარი მიიღო. სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 5000 ლარი შეადგინა.

შპს "გორის დილადან", სადაც ხოჯევანიშვილი გუბერნატორობდამდე ინვესტორის წარმომადგენელი იყო საქართველოში 24600 ლარი, შპს მაგთიკომიდან კი, სადაც კონტრაქტების განყოფილების უფროსი იყო- 60923 ლარი მიიღო. სამეწარმეო საქმიანობიდან კი გუბერნატორობამდე 187 842 ლარი ჰქონდა შემოსავალი(შპს გაზლენდი,შპს თრასთი საქართველო,შპს ჯეო ფრუტი)მისმა დანაზოგმა კი გასული წლის მონაცემებით 72 ათასი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში, მხოლოდ გიორგი ხოჯევანიშვილის შემოსავალმა (მეუღლე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში მუშაობს, ასევე სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობაში ფიქსირდება) 2018 წელს 299 175ლარი შეადგინა. გასავალში კი,  გასულ წელს (ბავშვების სწავლის გადასახადი) 6000 ლარი ფიქსირდება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.