Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 12:54

12 წარმატებული პედაგოგი გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან

Rate this item
(0 votes)

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში არაერთი წარმატებული პედაგოგია.

რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ წარმატებული პედაგოგების სიას, რომლებიც გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მუშაობენ.

თეა ნონიკაშვილ - ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თეა არის საქართველოს საუკეთესო ბიოლოგიის მასწავლებელი. უფროსი პედაგოგი, რომელიც წარდგენილია წამყვანის სტატუსზე.

ნათია კურტანიძე - ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ნათია არის მასწავლებელთა საუკეთესო ათეულის წევრი. მენტორი მასწავლებელი. ის "ახალი სკოლის მოდელში" ტექნოლოგიების მიმართულებით არის ექსპერტი.

ნინო სარაული - მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი. ნინო არის კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტი "ახალი სკოლის მოდელში".

ალა სანამიანი - N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი. ალა ბიოლოგიის მასწავლებელთა საუკეთესო ხუთეულის წევრია.

ვერიკო სომხიშვილი - N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ვერიკო კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტია "ახალი სკოლის მოდელში".

ნანა ედიშერაშვილი - N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი და ამავე დროს სკოლის დირექტორი. ნანა ლიდერობის ქოუჩია "ახალი სკოლის მოდელში".

ელენე ბეთლემიშვილი - N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ელენე არის ურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტი "ახალი სკოლის მოდელში".

ანა სანიკიძე - ფხვენისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი. ანა წარდგენილი წამყვანობაზე.

თამარ დავითიძე - ვარიანის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი. მას აქვს საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგის სტატუსი.

ნინო კახნიაშვილი - ყელქცეულის საჯარო სკოლის ქიმია - ბიოლოგიის მასწავლებელი. ნინო წარდგენილია მენტორობაზე.

დავით ტეტუნაშვილი - N1საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი. ის არის წამყვანი მასწავლებელი.

ლელა კაკაშვილი - N9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ლელა ექსპერტია ტექნოლოგიების მიმართულებით "ახალი სკოლის მოდელში".

აღნიშნული ჩამონათვალი რადიო “მოზაიკას“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიაწოდა.