Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 06 აგვისტო 2019 16:58

სველი წერტილების და დარბაზის მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში ვერ იწყება

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში სველი წერიტილებისა და სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
სოფელ ახრისის სკოლის შენობის სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გორის მერიამ მიმდინარე წლის 26 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი, მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს “გრანდ-ემ“ გამოთქვა, რომელიც სკოლაში სველი წერტილების მოწყობას 13`085 ლარად კისრულობდა, თუმცა სატენდერო კომისიამ, აღნიშნულ კომპანიას დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
სოფელ შავშვების სკოლის შენობის სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში, იგივე კომპანია მონაწილეობდა. ამ შემთხვევაშიც, მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო სამუშაოების შესრულებაზე უარი ეთქვა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 15`435 ლარს შეადგენდა.
“სატენდერო კომისიამ განიხილა შ.პ.ს ,,გრანდ-ემ’’-ის, მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში არ არის განფასებული შრომის დანახარჯების, სხვა მანქანების და სხვა მასალების პოზიციები, რომლებიც ჯამში შეადგენს 66 პოზიციას. აღნიშნული პოზიციები შეადგენს განსაფასებელი პოზიციების 1 %-ზე მეტს“, - ვკითხულობთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
რაც შეეხება სოფელ რეხას, სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერს, მასში მონაწილეობის სურვილი ორმა პრეტენდეტმა გამოთქვა. ინდმეწარმე დავით ერქვანია აღნიშნულ სკოლაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას 34 390.00 ლარად აპირებდა. შპს “დაჩი“ კი - 28`650 ლარად, თუმცა სატენდერო კომისიამ ორივე მათგანს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, ტექნიკური დოკუმენტაცია გახდა.
“სატენდერო კომისიამ განიხილა ი.მ. დავით ერქვანიას მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაცია. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ ი.მ. დავით ერქვანიას მიერ წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის ერთეულის თანხები სამშენებლო სამუშაოებზე და ელექტროსამონტაჟო სამუშაოებზე არ შეესაბამება მის მიერვე ხარჯთაღრიცხვაში ამავე სამუშაოებზე დაფიქსირებულ ღირებულებებს“, - წერია სატენდერო დოკუმეტაციაში.
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.