ჭრელი ამბები
ჭრელი ამბები

ჭრელი ამბები 123

"წიგნის კითხვის შეყვარება ადვილი არ არის, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ყველა ბავშვთან და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მე ოთხი შვილი მყავს და წიგნთან დამოკიდებულება ოთხივეს განსხვავებული ჰქონდა, შესაბამისად წიგნის შესაყვარებლად ოთხივესთან განსხვავებული მიდგომა დამჭირდა", - თქვა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ია ბჟალავამ გადაცემაში "სოციუმი".


,,ქრისტიანობა საქართველოში შემოვიდა სისხლითა და მახვილით და ამას არ უნდა უმალავდეს ვინმე ვინმეს. მე ათეისტი არ ვარ და არც ერთ შემთხვევაში არ ვაკნინებ წმინდანთა დასის ღვაწლს, მაგრამ მინდა, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ. ზოგ შემთხვევაში, მორწმუნეები საკუთარი მოსაზრებების თქმას რომ ერიდებიან, ეს ცუდია. ეს ხომ ბრმადმორწმუნეობაა და სხვა არაფერი? მე რომ დავიბადე, მომნათლეს, გავხდი ქრისტიანი და მაქვს უამრავი კითხვა, ვიღაცამ არ უნდა მითხრას, ეს კანონიკურია და შეიძლება ისწავლო, ის კი არაკანონიკურია და არ უნდა წაიკითხოო“, - თქვა ირაკლი მირუაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“.  


„მარტივი არ არის ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, როდესაც თითოეული დღე მიმართულია იმისკენ, რომ გადარჩნენ“, - თქვა შმაგი ხუბულურმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


"საქართველოს გაქრისტიანება მარტივად არ მომხდარა და ასე ნუ ვიტყვით, რომ წმინდა ნინო შემოვიდა, სასწაულებრივი ძალით მოახვია მეფე მირიანს ქრისტიანული აღმსარებლობა და მირიანმაც მზის დაბნელებით შეშინებულმა აღიარა ქრისტიანობა. ეს ასე ნამდვილად არ იყო“, - თქვა ისტორიკოსმა ირაკლი მირუაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“. 


„განათლებული საზოგადოება აყალიბებს კულტურას, აყალიბებს იმ წეს - ჩვეულებას, რაც შემდეგ უკვე სახელმწიფოებრიობას ამყარებს“, -  თქვა შმაგი ხუბულურმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


"უკვე 27 - ე წელია თეატრში ვარ და ვაცმევ ჩემს მსახიობებს და არა მარტო მათ", - თქვა მუსიკოსმა და მსახიობმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".


„ძალიან საინტერესო პროცესია ფოტოს გადაღება, ერთადერთი რამ, სადაც აჩერებ დროს, ეს არის კადრი“, - თქვა ლადო მიხანაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.


,,მახსოვს პირველი წიგნი, რომელიც სამჯერ წავიკითხე, ეს იყო ,,ზურმუხტ - ქალაქის ჯადოქარი“. მე ვფიქრობ ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება პირველი წიგნი, რომელსაც წაიკითხავ. თუ პირველმა წიგნმა ჩაგითრია, ჩაგიყვანა და განგაცდევინა ყველაფერი რაც იმ წიგნში იყო, ესე იგი შეგაყვარა კითხვა“, -  თქვა ფიქრია გელაშვილმა გადაცემაში "საუბრები“. 


"ფეისბუქი ჩემთვის არის კედელი, სადაც ვათავსებ ჩემი აქტივობების და ინტერესების შესახებ ყველაფერს,“ -თქვა ფიქრია გელაშვილმა გადაცემაში ,,საუბრები“. 


სილამაზის ცენტრმა "გოლდი" გორელი ახალგაზრდის, ნათია გველებიანის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია დაიწყო.


გვერდი 5 სულ 9

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი