გორელი პარლამენტარის 10 ყველაზე გამორჩეული ციტატა

ჭრელი ამბები Written by  ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 10:18 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელიც საკუთარი განცხადებებით საზოგადოების ყურადღებას ხშირად იქცევს, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა.
გთავაზობთ ათ ყველაზე გამორჩეულ ციტატას მისი კომენტარებიდან, რაც რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში უთქვამს.
 
1. "ჩემი პოზიციაა, რომ სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან არ უნდა აეღოთ. სტალინი დიდი პიროვნებაა.“ (მაკრახიძე სტალინის ძეგლის აღებაზე)
2. "ვიცი, რომ იყო ომი და მილიონნახევრის ტექნიკა წამართვეს. ვინ დაიწყო, ეგ რა ჩემი საქმეა?!“ (მაკრახიძე 2008 წლის აგვის ომზე)
3. "საჯარო მოხელეებს რატომ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, ვის მისცენ ხმა.“ (საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ)
4. "თავისი სახლი იყო და უნდოდა დაშლიდა, უნდოდა - არა.“ (მაკრახიძე "ბორდერიზაციის" შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე)
5.“ალბათ დაშლიან მავთულხლართებს და წავლენ უკან.“ (მაკრახიძე რუს ჯარისკაცებზე)
6. "საქართველოს პარლამენტში რომ გვყვავდეს ერთი რობოტი სოფია, ქვეყნის განვითარებისთვის გამოსადეგი იქნებოდა." (მაკრახიძე სოფიას საქართველოში ვიზიტზე)
7. “ეს ხელისუფლება მაფასებს, უკვე რამდენი ტენდერი მომაგებინეს.“ (მაკრახიძე მოგებულ ტენდერებზე)
8.“ წნევიანი კაცი ვარ და ჰალსტუხი ყელში რომ წაჭერილი მაქვს, ცუდად ვარ ხოლმე.(გორის მაჟორიტარი დეპუტატი სხვა პარლამენტარებისგან განსხვავებით, ჰალსტუხის ტარებაზე უარს ამბობს)
9. "UNICEF ჰქვია კვლევას, დღეს ეს კვლევა განვიხილეთ." (მაკრახიძე საერთაშორისო ორგანიზაციაზე)
10. "ეგენი არიან "ბეზძელნიკები" და სხედან ფეისბუკში." (მაკრახიძე საჯარო მოხელეებზე)
Read 1585 times Last modified on ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 12:01

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი