ადგილები გორში, რომლებიც ტურისტებს ელის

ჭრელი ამბები Written by  ორშაბათი, 24 ივნისი 2019 15:57 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყველა ტურისტს მოგზაურობისას საკუთარი ინტერესი აქვს - ზოგი ისტორიის გაცნობას ცდილობს, ზოგი კულტურას აკვირდება, ზოგს კი უბრალოდ ბუნებაში დასვენება უნდა. გორი და გორის მუნიციპალიტეტი ამ, სხვადასხვა გემოვნების და ინტერესების მქონე ტურისტებისთვის, შესაძლოა, ერთნაირად საინტერესო იყოს. 

რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რომლებიც ტურისტებს ელის.

უფლისციხე 

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი უფლისციხეა, რომელიც გორის აღმოსავლეთით, მე-10 კილომეტრზე მდებარეობს.

უძველესი, კლდეში ნაკვეთი ქალაქში  3 300 ექსპონატს ინახავს. 

უფლისცხეში დღეისთვის 150 გამოქვაბულია შემორჩენილი.

უფლისციხე

 

ამავე თემაზე: 10 საინტერესო ფაქტი უფლისციხეზე

 

ატენის სიონი

ატენის სიონი გორიდან 12 კილომეტრის დაშორებითაა.  

VII საუკუნის ტაძარი ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. 

ტაძრის  არქიტექტურა მცხეთის ჯვრის ტაძრის ანალოგია. ფრესკები კი -  XI საუკუნითაა დათარიღებული და შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

ატენის სიონი

 

ამავე თემაზე: 15 საინტერესო ცნობა ატენის სიონზე

 

ბიისის ჩანჩქერი

ბიისის ჩანჩქრი მდინარე ტანას ხეობაში, გორიდან 24 კილომეტრშია.

ცნობილია, როგორც “ყინულის ჩანჩქერი“, რადგან ზამთარში სრულად იყინება, თუმცა ზაფხულში, მის სიახლოვეს, მეგობრებთან ერთად პიკნიკი დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ბიისის ჩანჩქერი

 

ამავე თემაზე: ადგილები გორში, სადაც დასვენებას და განტვირთვას სუფთა ჰაერზე შეძლებთ

 

გორის ციხე

გორის ციხე ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს.

ისტორიული ძეგლი გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს.

შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, მის გარშემო კი მოსახლეობა ცხოვრობდა.

გორის ციხე

 

ამავე თემაზე: გორის ციხე წინათ და ახლა (ფოტოები)

Read 818 times Last modified on ორშაბათი, 24 ივნისი 2019 18:07

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი