ფილმები, რომლებიც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში გადაიღეს

ჭრელი ამბები Written by  ორშაბათი, 10 ივნისი 2019 11:41 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ფილმებს ქართველ რეჟისორებთან ერთად, უცხოელებიც იღებდნენ.

"მაგდანას ლურჯა" - გადაღებების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1955 წლის მხატვრული ფილმმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის.

ფილმების რომლების გორში 1

1959 წელს რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი „მაია წყნეთელი“. სურათში მთავარი როლი ლეილა აბაშიძემ შეასრულა. გადაღებების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა.

ფილმების რომლების გორში 8

"აგვისტოს 5 დღე" — 2011 წლის ამერიკული მხატვრული ფილმია, რომელიც ასახავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ე.წ. „აგვისტოს ომს“. ფილმის რეჟისორი და თანაპროდიუსერი ფინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი ლაური მაურიც ჰარიოლაა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც რენი ჰარლინი. გადაღებები დაიწყო 2009 წელს, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გორში მიმდინარეობდა.

ფილმების რომლების გორში 4

ჰოლანდიელმა სამხედრო ჟურნალისტმა, 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულ მეწყვილე ოპერატორზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. იღუნ აკერმანსის საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში - "გამოძიება გორში - ოპერატორ სტან სტორიმანსის სიკვდილი" - გორის ცენტრში მომხდარი აფეთქების გარდა, ომისდროინდელი საქართველო და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც არის ასახული. 

ფილმების რომლების გორში 6


2012 წელს გორში, ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ ფრანგული ფილმი „ჯეკი - ქალების სამეფოში“ გადაიღეს. ფილმში მოქმედება 2340 წელს ხდება, სადაც ქვეყანას ქალები მართავენ, ხოლო მამაკაცები დიასახლისები არიან. ერთ-ერთ მთავარ როლს შარლოტა გინსბურგი ასრულებს. რეჟისორი მიშელ აზანავიჩუსია. გორის ცენტრალურ მოედანზე რეჟისორმა საკმაოდ თამამი სცენები გადაიღო.

ფილმების რომლების გორში 3

 

Read 317 times Last modified on ორშაბათი, 10 ივნისი 2019 12:12

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი