ადგილები გორში, სადაც დასვენებას და განტვირთვას სუფთა ჰაერზე შეძლებთ

ჭრელი ამბები Written by  სამშაბათი, 14 მაისი 2019 14:53 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზაფხული ახლოვდება და გორში ის ადგილები ხდება აქტუალური, სადაც სუფთა ჰაერზე განტვირთვა და მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წასვლა გვინდება.

გორსა და გორის შემოგარენში ასეთი ადგილის ძიებისას, პირველი რაც გაგვახსენდება ატენის ხეობა და მდინარე ტანას ნაპირებია.

ატენის ხეობა გორიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. ტყეში მოწყობილია საპიკნიკო  ადგილები, ტყის შესასვლელში კი განთავსებულია საინფორმაციო დაფა ტურისტებისთვის და ადგილობრივი სტუმრებისთვის.

60449212 2386115598094896 1525788832711049216 nBN

მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს ბიისის ჩანჩქერიც. ცნობილია, როგორც “ყინულის ჩანჩქერი“,რადგან ზამთარში სრულად იყინება, თუმცა ზაფხულში, მის სიახლოვეს, მეგობრებთან ერთად პიკნიკი დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

60285762 2386115038094952 3770123237321605120 nDE

ატენის ხეობაში  ზღვის დონიდან  1 717 მეტრზე მდებარე ტამის ტბა, რომელიც გარშემო ტყითაა შემოსაზღვრული. მის ნაპირებთან შესაძლებელია ცეცხლის ანთება, კარვის გაშლა და მთელი ღამით დარჩენა.

60199370 2386113884761734 6585729094489473024 nDD

გორთან ახლოს, გორის ჯვრისკენ მიმავალ გზაზე, გორელებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი პიკნიკისთვის “კაკლების ტყეა“.  მეგობრებთან  თუ ოჯახის წევრებთან ერთად განსატვირთად საუკეთესო ადგილია. 

60191308 2386114201428369 3096443048414937088 nDDQ

Read 2528 times Last modified on ოთხშაბათი, 15 მაისი 2019 10:14

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი