Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 26 ნოემბერი 2019 10:57

ისე შევეჩვიე პატარა ქალაქს - ვიკა ქალდანის ლექსი გორზე

Written by
Rate this item
(0 votes)

ვიკა ქალდანმა გორს კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნა.

ისე შევეჩვიე პატარა ქალაქს,
მგონია აქედან იწყება სამყარო,
ვაგროვებ ქართლის სითბოს და მარაგს,
მერე ლექსებად უნდა დავყარო.
გორის ციხეზე ამდენი მადლი,
ნეტავ რა ძალამ დააბუდარა,
ამაყად მოდის ჩემი ქალაქი
და სიმღერ-სიმღერ მოსდევს შუშანა.
გამოშლილია სამეფო ქუჩა
და ჭავჭავაძეს თვალებს აყოლებს,
-"რა გოგოაო-დედას დაურჩა,
მგონი სავსე მკერდს გადამაყოლებს"
-ამბობს ბიჭი და საძმაკაცოსთან
ნარდის თამაშით იქარვებს ვნებას,
მოდის ქალაქი ლამაზ ქალივით
და ჟრიამულიც მოსდევს თავნება...
ამ ქუჩებს დააქვთ ხსოვნა და დარდი,
აქ პეპლის ფრთებზე წერენ ბარათებს
აქ სიყვარულით თუ არ ავარდი,
ვერც იგავს დაწერ და ვერც არაკებს..
აქ თუ არ უსმენ კოშკაძის ჰანგებს,
გორელობაში უკვე იჭრები,
აქ თავის სახელს არქმევენ საგნებს,
სამეფო უბნის კაი ბიჭები...
ჰოდა, მოვდივარ იმ ძველ ქუჩაზე,
სადაც ამაყად დადის ინჯია,
ოთარ ჩხეიძის ზღვა ამბრიოსზე,
მეგობრობა რომ გადაირწია..
რაღაც აკლია სიკეთის მარაგს
და ტკივილის თქმა მაინც მომიწევს,
აკლია ქუჩას,აკლია ქალაქს,
ჩემი გიორგი მახარობლიძე...
და ვახვევ ვერხვებს, სოხუმის სითბოს,
ჩემი გულრიფში,ჩემი რიწის ტბა,
ვერ ვეუბნები პატარა ქალაქს
რაც ზოგჯერ მტკივა...რა ვქნა მიჭირს თქმა....
გორიჯვრის მადლი ანათებს ზეცას,
ღმერთო, რა ძალამ დააბუდარა?!
სოხუმელი და გორელი გერქვას
ერთდროულად და გყავდეს შუშანაც...
მეტი რა მინდა?!-არც არაფერი,
მადლობა უფალს!- თენდება დილა,
არც სოფლელია,არც ქალაქელი ლექსი და
ქართლი გაინაწილა.

Read 1384 times