Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 23 დეკემბერი 2018 10:40

შოშიაშვილი: ბევრს ჰგონია, რომ კრივი გონებას აჩლუნგებს, არადა პირიქითაა

Written by
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს დეპუტატი და კრივის სკოლის ხელმძღვანელი, ავთანდილ შოშიაშვილი ფიქრობს, რომ კრივს სხარტი აზროვნების განვითარება შეუძლია.

შოშიაშვილი ახალგაზრდებს მოუწოდებს კომპიუტერული თამაშების ნაცვლად კრივით დაკავდნენ

"უნდა მოწყდნენ ახალგაზრდები ინტერნეტს, კომპიუტერს და მოვიდნენ ჩვენთან. ივარჯიშონ, გაიძლიერონ კუნთები, განავითარონ ტვინი. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ კრივზე გონება უჩლუნგდებათ. არადა- პირიქითაა. აი, ნახეთ, ჰემინგუეი, პითაგორა, ჯეკ ლონდონი, დათო კვაჭაძე, გია ხვადაგიანი - ყველანი ამ სპორტში იყვნენ. პირიქით, კრივი ანვითარებს გონებას - ეს იცოდეს ყველამ. ადამიანის ნორმალურად ჩამოყალიბებაში კრივს დიდი შედეგები მოაქვს. წამის მეასედში დარტყმა უნდა აიცილოს მოკრივემ და დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს - ეს არის სხარტი აზროვნება", - ამბობს ავთანდილ შოშიაშვილი.

Read 1608 times Last modified on კვირა, 23 დეკემბერი 2018 10:49