Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 20:54

ვაჟა შაქარაშვილი: კანონებს გულცივი ადამიანები ქმნიან

Written by
Rate this item
(0 votes)

„კანონი არ უნდა იყოს მავანთათვის იმუნიტეტი, გადარჩენის საშუალება. სამართალი უნდა იყოს ყველასთვის ერთი“, - თქვა ვაჟა შაქარაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

„ცხოვრებას ჩემთვის ვერდიქტი არასოდეს გამოუტანია. ვერდიქტი შეიძლება გამოგიტანოს ადამიანთა ჯგუფმა, ქალაქმა, სოფელმა, სამეზობლომ, სამეგობრომაც კი. პიროვნებას რომ არ უყვარხარ, ასეთი ვერდიქტების არ უნდა ეშინოდეს ადამიანს. დღეს სამწუხაროდ ობიექტური ჭეშმარიტება სადღაც არის გადაკარგული, ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი თავი ჰგონია მართალი და სამართალი აღარ არსებობს თითქოს. ხშირად უკითხავთ ჩემთვის, თუ რატომ გვაქვს ასეთი ცივი კანონები, იმიტომ, რომ კანონებს გულცივი ადამიანები ქმნიან. აბლაბუდას არ უნდა დაემსგავსოს კანონი, სადაც პეპელა რომ გაებმება, რჩება იქ და ობობას ლუკმა ხდება. მაგრამ როდესაც კრაზანა ებმება, ის გლეჯს აბლაბუდას და გარბის. კანონი არ უნდა იყოს ძლიერთა იმუნიტეტი, სამართალი უნდა იყოს ყველასთვის ერთი“, - ისაუბრა მწერალმა და პუბლიცისტმა ვაჟა შაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 1032 times