Back to Top
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 16:00

გახდი ქველმოქმედი-აქცია სილამაზის ცენტრში "გოლდი"

Written by
Rate this item
(0 votes)

სილამაზის ცენტრმა "გოლდი" გორელი ახალგაზრდის, ნათია გველებიანის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია დაიწყო.

"გოლდის" ხელმძღვანელის, ჯუნა შიუკაშვილის ინფორმაციით, 11 -დან 16 სექტემბრამდე სილამაზის ცენტრში ყოველი მომსახურებიდან 1 ლარი ნათიას დასახმარებლად გადაირიცხება.

"სილამაზის ცენტრი "გოლდი" მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებს სისტემატურად აწყობს. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ნათიას ნამდვილად სჭირდება საზოგადოების დახმარება, ვფიქრობთ ამ აქციით, მის დახმარებაში გარკვეულ წვლილს შევიტანთ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ჯუნა შიუკაშვილმა.

23 წლის ნათია გველებიანი 2 მცირეწლოვანი ბავშვის დედაა. მას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე. ამ ეტაპზე მან ქიმიოთერაპიის 4 კურსი ჩაიტარა. ოჯახის ინფორმაციით მის სრულად გამოჯანმრთელებას 36 ათასი აშშ დოლარია საჭიროა.

Read 1380 times Last modified on სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 16:02