Back to Top
შაბათი, 08 სექტემბერი 2018 16:03

მარი არღუთაშვილი: ესაა ცხოვრება და უკვე ვცხოვრობ

Written by
Rate this item
(0 votes)

"ყოველთვის მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. როდესაც ჩემზე ამბობენ, რომ მსახიობი ვარ, ასე აცნობენ საზოგადოებას ჩემს თავს, ვცდილობ საუბრის თემა შევცვალო", - თქვა მსახიობმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".

"ჩემს თავს 3 - 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ასეთი რაღაც ხდებოდა - სპექტაკლი და თეატრის გზა. "აღარ შემიძლია" და "აღარ მინდა" - არასდროს მითქვამს. ამ პროცესით არ ვიღლები. ბავშვობიდან თუ რომელიმე მსახიობზე ვსაუბრობდი, თავისდაუნებურად ვბაძავდი მას და პერსონაჟების ტონით და ხასიათით ვყვებოდი ამბავს. მახსოვს, სკოლის პერიოდში მოთხრობა კლასელების ხმის და საუბრის მანერით ვისწავლე. ხშირად მსმენია უფროსი თაობისგან: არ გახდე მსახიობი, ვერ იცხოვრებ. ესაა ცხოვრება და უკვე ვცხოვრობ. საქართველოში გვაქვს ერთი თეატრალური უნივერსიტეტი და ყოველწლიურად უამრავი მსახიობი და რეჟისორი ემატება ამ სფეროს, შემდეგ ეს ადამიანები ვერ საქმდებიან საკუთარი პროფესიით. ეს ბევრ პრობლემას იწვევს, შეიძლება ბევრი წარმატებული მსახიობი უმუშევარი იყოს და არაპროფესიონალმა წარმატებული კარიერა გაიკეთოს, პარადოქსია. პროფესიონალიზმში მე, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიპლომს არ ვგულისხმობ", - ისაუბრა მარიმ. 

შეგახსენებთ, რომ „ინტერვალი" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე. 

Read 1155 times