Back to Top
შაბათი, 08 სექტემბერი 2018 15:47

ოთარ კვირიკაშვილი: პოლიტიკოსებს გააზრებული არ აქვთ, სად მოდიან

Written by
Rate this item
(0 votes)

„არ ვიცით, როგორ ვესაუბროთ საკუთარ ამომრჩეველს“, - თქვა ოთარ კვირიკაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

„პოლიტიკოსებს გააზრებული არ აქვთ სად მოდიან, არ აქვთ ცოდნა და არ იციან ქართველი ამომრჩევლის ფსიქოლოგია. ამას ვამბობ საკუთარ თავზეც, ბევრი მაქვს სასწავლი. ვხედავთ ხოლმე, რომ 40 - 60 პროცენტს რაღაც არ მოსწონს. არ მოსწონს იმიტომ, რომ საერთოდ მიუღებელი ხარ მისთვის. ვიღაც ლეიბორისტების მხარდამჭერია, ვიღაც ნაციონალების, მაგრამ არის კატეგორია, ვის ინტერესებთანაც თანხვედრას ვერ ვახდენთ პოლიტიკოსები. ეს ხდება იმიტომ, რომ არ ვიცით როგორ ვესაუბროთ საკუთარ ამომრჩეველს. ჩემთვის სამაგალითო პოლიტიკოსი იყო დავით აღმაშენებელი, იმიტომ რომ მას გააზრებული ჰქონდა გრძელვადიანი გეგმა, გააზრებული ჰქონდა, ვინ იყო ის ხალხი, ვინც უნდა ემართა, რომელი ქვეყნის შვილი იყო და გააზრებული ჰქონდა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უნდა დაებრუნებინა ღირსება, ზნეობა და ეს ყველაფერი გამოიმუშავებდა იმ დისციპლინას, რამაც მოაგებინა დიდგორი. დავით აღმაშენებელს რომ ქვეყანაში ასეთი ვაკჰანალია მოეწყო, რაც ახლაა - პურს მეპურე არ აცხობს, ასე დიდგორს კი არა, შეიძლება კახეთის სამთავროსთანწაეგო ომი და ქაოსი ჰქონოდა მუდმივად. ყველაფერი უნდა ჩადგეს კალაპოტში და თავისით მიიღებ იმ წარმატებას რასაც ქვეყნის შენება, განვითარება ჰქვია“, - ისაუბრა ოთარ კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 1091 times Last modified on სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 18:01