Back to Top
შაბათი, 01 სექტემბერი 2018 11:32

თამარ უთნელიშვილი: ახალი თაობა თავისუფლებისკენ მიდის

Written by
Rate this item
(0 votes)

„ახალ თაობას ძველი თაობისგან რაც განასხვავებს, ეს არის თავისუფლება“, - თქვა თამარ უთნელიშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

„ახალი თაობა თავისუფლებისკენ მიდის, ახალ თაობას რაც განასხვავებს ძველი თაობისგან, ეს არის თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოხატვა, დაფიქსირება. როდესაც ჩვენს თაობაში ცვლილებები შედიოდა, ზოგადად სისტემაში და დამოკიდებულებაში, მაშინ ამ თავისუფალი აზრის გამოხატვას დაარქვეს კრიტიკული აზროვნება, იმიტომ, რომ სიტყვა "თავისუფალი" ცუდად ჟღერდა, ცუდი სიტყვა იყო. ამიტომ თავისუფლება პირდაპირ არ გამოიყენეს და შემოგვატყუეს კრიტიკული აზროვნება, რომ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონოდათ ბავშვებს, მოსწავლეებს ნებისმიერი საკითხის მიმართ. თუმცა, ეს არის აზრის თავისუფლად გამოხატვა და ბავშვთან იმაზე საუბარი, რა უნდა მას პირადად. როდესაც ადამიანმა იცის ზუსტად, როცა ფიქრობს იმაზე, რა უნდა, მაშინ პასუხსაც პოულობს და შესაბამისად, იმ პასუხისკენ ცდილობს წავიდეს", - ისაუბრა უთნელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 844 times Last modified on კვირა, 02 სექტემბერი 2018 22:57