Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 30 ივლისი 2018 22:54

გიორგი ჩოჩნიძე: ქართველებმა ან უნდა ვიცინოთ, ან უნდა ვიტიროთ

Written by
Rate this item
(0 votes)

"ქართველებმა ან უნდა ვიცინოთ, ან უნდა ვიტიროთ, შუალედური მდგომარეობა არ გამოგვდის," - თქვა ერისთავის თეატრის დასის გამგემ და მსახიობმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი".

"ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს კომედიას, იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის ისეთი ხალისიანი და ბევრი პრობლემაა  და ამიტომ  ხალხს უფრო სიამოვნებს კომედიაზე მოსვლა, თუმცა არანაკლებად უყვართ ტრაგედია. ყველა ასაკის და გემოვნების მაყურებლებისთვის არის ჩვენს თეატრში სპექტაკლი. მე, როგორც მსახიობი, თავს უკეთ ვგრძნობ ტრაგედიის თამაშის დროს. ძალიან რთულია კომედიის თამაში. თუ გადააჭარბე, ხდება ბანალური და უგემოვნო. ძალიან მიყვარს ბავშვები და მთელი ემოციით ვთამაშობ საბავშვო სპექტაკლში, არასდროს მეზარება," - აღნიშნა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8)  გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

Read 1060 times