Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 ივლისი 2018 16:24

თინათინ ციცვიძე: ყველა უნარის გამომუშავება შეიძლება ბევრი შრომით

Written by
Rate this item
(0 votes)

ყველა უნარის გამომუშავება შეიძლება შრომით და ბევრი შრომით, - თქვა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "ინტერვალი" ახალგაზრდა წარმატებულმა ფოტოგრაფმა თინათინ ციცვიძემ.

"ძალიან დიდ ხანს ვაგროვებდი ჩემი პირველი ფოტოაპარატის ფულს, 1400 დოლარს. მიზანი მქონდა, რომ ზუსტად ის მეყიდა. მე როგორიც ვარ ახლა, ამ ფოტოაპარატის დამსახურებაა. ძალიან მოდურ პროფესიად იქცა ფოტოგრაფობა. რთულია ქორწილის გადაღება და თუ ძალიან არ დამჭირდა ალბათ არ გადავიღებ. მიყვარს კადრი, სადაც ადამიანი არ ჩანს, თუმცა, უფრო საინტერესო გამოდის, როდესაც ნაცნობ ადამიანებს ვიღებ",- აღნიშნა თინათინმა.

შეგახსენებთ, რომ "ინტერვალი" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში ყოველ შაბათს, 20:00 საათზე გადის. 

ფოტო: ნიკა სომხიშვილი

Read 853 times Last modified on სამშაბათი, 17 ივლისი 2018 16:40