Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 15 ივლისი 2018 14:54

თამარ სოსიაშვილი: ღმერთი არის ექიმი

Written by
Rate this item
(0 votes)

იესო ქრისტე ძალიან მაგარი ტიპია, ყველა დროის ყველაზე მაგარი ფსიქოლოგია - თქვა თამარ სოსიაშვილმა რადიო „მოზაიკას“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ფორთოხალი“.

„ღმერთის მწამს. მე ჩამომიყალიბდა ასეთი მიდგომა, ძალიან ბევრი ვიკითხე, რელიგიური წერილები იქნება ეს, თუ ბიბლია და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი არის ექიმი. როცა გჭირდება ექიმი, მაშინ მიდიხარ ექიმთან. ასევე, როცა გჭირდება სულიერი საზრდო, მაშინ მიმართავ უფალს. მე მიყვარს უფალი. ვფიქრობ, რომ იესო ქრისტე ძალიან მაგარი ტიპია, ყველა დროის, ყველაზე მაგარი ფსიქოლოგია. რომც არ ყოფილიყო, ეს ლეგენდაც რომ იყოს, უკვე ყველაზე მაგარი ტიპია იესო ქრისტე. იმიტომ, რომ სიყვარულს ქადაგებს, ტოლერანტობას ქადაგებს. და არ მწამს იმ მორწმუნეების და მართლმადიდებლების, ვინც ტაძარში დადიან, მეტანიებს აკეთებენ, გამოდიან და ქვას ესვრიან სხვას. არ მწამს, მასეთი ღმერთისაც არ მწამს. არც იმათი ღმერთის მწამს. ჩემი ღმერთი მათგან განსხვავებულია, მოსიყვარულეა, ტოლერანტია, გამგებია, გასაჭირში არ მიმტოვებელია და ყველაფერი დადებითი მას აქვს“, - აღნიშნა თამარ სოსიაშვილმა


შეგახსენებთ, რომ „ფორთოხალი“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ ხუთშაბათს, 20:00 საათზე.

Read 2047 times